საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რადარებსა და საბრძოლო მასალას გადასცემს.
გარდა ამისა, როგორც მაკრონმა ტელეკომპანია France 2-თან ინტერვიუში განაცხადა, საფრანგეთი ემზადება უკრაინელებისთვის კიდევ ექვსი თვითმავალი საარტილერიო სისტემის "კეისარი"-ის გადასაცემად.
ომის დაწყებიდან საფრანგეთმა უკრაინას 18 ჰაუბიც კეისარი, ასევე ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტები და მსუბუქი ჯავშანტექნიკა გადასცა.