logo
ENG



მაკრონი: ტრამპის თქმით, ტერიტორიულ საკითხებზე მოლაპარაკება მხოლოდ უკრაინასთან იქნება

13 აგვ 202520:53
3 წუთის საკითხავი
 
2025/08/13/dc7e2f1vnmj4r2q.png

დონალდ ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ უკრაინასთან შეიძლება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართული ვირტუალური სამიტის შემდეგ განაცხადა.

მაკრონი აცხადებს, რომ  ტრამპს რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის იმედი აქვს. მისივე თქმით, აშშ-სა და რუსეთის საუბარი კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია, ევროპასაც მოუსმინონ.

ცნობისთვის, დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავიდა, სადაც ევროპელი ლიდერებისა და აშშ-ის პრეზიდენტის მონაწილეობით ვირტუალური სამიტი გაიმართა.


close დახურვა