საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინას ისე სჭირდება საფრანგეთის მხარდაჭერა, როგორც არასდროს.
"ჩვენ განვიხილავთ ჩვენს მზადყოფნას, გავაგრძელოთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე რეაგირება, რადგან ზამთარი მოახლოვდა და უკრაინელებს ისე სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა, როგორც არასდროს. უკრაინის გამარჯვება ეგზისტენციალურია ევროპისთვის და მთელი მსოფლიოსთვის", - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონის თქმით, პარიზი უკრაინის მხარდაჭერას მის გამარჯვებამდე გააგრძელებს.
"მომავალი წლის განმავლობაში, ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით. ჩვენ გამარჯვებამდე დაგეხმარებით და ერთად ავაშენებთ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას. საფრაგეთისა და ევროპის იმედი გქონდეთ", - განაცხადა მაკრონმა.