logo
ENG



მაკრონი: ყოველთვის ვინარჩუნებ უშუალო კავშირს პუტინთან, იზოლაცია მისთვის ყველაზე ცუდია

05 დეკ 202212:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/05/t1vdn7rc1nejz6l.jpg

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ის ყოველთვის ინარჩუნებს უშუალო კავშირს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

"მე ყოველთვის ვაგრძელებ რეგულარულ დისკუსიებს და პირდაპირ კონტაქტს პრეზიდენტ პუტინთან, რადგან მჯერა, რომ ურთიერთქმედების აღდგენის საუკეთესო გზა ამ პირდაპირი არხის შენარჩუნებაა. იზოლაცია ყველაზე ცუდი რამ არის, განსაკუთრებით ასეთი ლიდერისთვის", - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონი აღნიშნავს, რომ ევროპამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელონ.

"გასაგებია, რომ რუსეთმა და პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვიტეს, იარაღად გამოიყენონ სულ მცირე და ენერგია და საკვები, რამაც შექმნა ბევრი დეფიციტი - არასტაბილურობა და ინფლაცია", - განაცხადა მაკრონმა.

მაკრონის თქმით, მნიშვნელოვანია გზავნილის გავრცელება, რომ უკრაინელებისთვის გამოსავლის პოვნის ერთადერთი გზა მოლაპარაკებებია.

3 დეკემბერს, მაკრონმა განაცხადა, რომ დასავლეთმა უნდა განიხილოს, თუ როგორ დააკმაყოფილოს რუსეთის საჭიროება უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, თუ პუტინი დათანხმდება მოლაპარაკებებზე უკრაინაში ომის დასასრულებლად.


close დახურვა