logo
ENG



მაკრონი მზადაა, რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტაზე შუამავლის როლი შეასრულოს

25 თებ 202209:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/25/xfj23p7ldhi2x0w.jpg

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მზადაა, რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე შუამავლის როლი შეასრულოს.

"ვფიქრობ, ჩემი პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში, გამოვიჩინო ინიციატივები, როდესაც ამას უკრაინა მოითხოვს, რათა დაგმობისას, სანქცირებისა და გადაწყვეტილებების მიღების დროს დავტოვო ეს გზა ღია", - აცხადებს მაკრონი.

ემანუელ მაკრონი პირველი დასავლელი ლიდერია, რომელიც ვლადიმერ პუტინს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ესაუბრა.

საუბრის შემდეგ, მაკრონმა თქვა, რომ საუბარი წარმატებული არ იყო, რადგან "რუსეთის პრეზიდენტმა ომი აირჩია".

მაკრონმა პუტინი ასევე დაადანაშაულა ორპირობაში. მან თქვა, რომ რუსეთის თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე ის და სხვა ევროპელი ლიდერები მინსკის შეთანხმების შესრულებას განიხილავდნენ.


close დახურვა