logo
ENG



მაკრონის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებები უკრაინასთან დაკავშირებით გარდაუვალი იქნება

15 ივნ 202214:37
3 წუთის საკითხავი
 

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებები უკრაინასთან დაკავშირებით გარდაუვალი იქნება.

"ეს არის რეალობა, რომ უკრაინასა და ევროპას რუსეთთან მოლაპარაკება უკრაინაში ომის გამო მოუწევთ. კონფლიქტის ერთადერთი სასურველი დასასრული არის ან უკრაინის სამხედრო გამარჯვება ან მოლაპარაკებები რაღაც მომენტში," - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი რუსეთთან არ ომობს, მიუხედავად უკრაინისადმი ევროპული მხარდაჭერისა. ამასთან, მისი თქმით, ფრანგული ძალების ამჟამინდელი განლაგება ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე გაძლიერდება.

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, საფრანგეთს ნატოს მეთაურობით რუმინეთში 500-მდე ჯარისკაცი ჰყავს, მოიერიშე და სათვალთვალო თვითმფრინავების გვერდით, პოლონეთსა და ესტონეთში კი 300-მდე.


close დახურვა