logo
ENG



მაკრონმა, შოლცმა და დრაგიმ თავიანთ გამოსვლებში უკრაინა და მოლდოვა ახსენეს, საქართელო კი არა

16 ივნ 202221:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/16/eosrzfr2nbmqq6t.jpg

კიევში ჩასულმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, იტალიის პრემიერმინისტრმა მარიო დრაგიმ და გერმანიის კანცლერმა მარიო დრაგიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ევროპელმა ლიდერებმა ერთხმად უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ ეს მხარდაჭერა უპირობა იქნება. მათი თქმით, ქვეყნებს სურთ უკრაინა ევროკავშირში იხილონ.

მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა ასე მოლდოვას მისამართითაც. ლიდერებმა აღნიშნეს, რომ სტატუსი მოლდოვასაც უნდა მიენიჭოს.

რაც შეეხება საქართველოს, ის 36-წუთიანი პრესკონფერენციის განმავლობაში მხოლოდ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა ახსენა. მაკრონს, შოლცსა და დრაგის კანდიდატის მინიჭებაზე საუბრის და მხარდაჭერის გამოცხადების დროს, საქართველო არ უხსენებიათ.


close დახურვა