logo
ENG



მაკრონმა ფრანგული პარტიების ლიდერები უკრაინაზე სასაუბროდ მიიწვია

01 მარ 202423:02
3 წუთის საკითხავი
clock 370
2024/03/01/7i3gron07acixi0.jpg

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგული პარტიების ლიდერები უკრაინაზე სასაუბროდ მიიწვია. ამის შესახებ გამოცემა Le Figaro წერს.

მაკრონის შეხვედრა პარტიის ლიდერებთან 7 მარტს, ელისეის სასახლეში გაიმართება. შეხვედრას ასევე დაესწრება პრემიერმინისტრი, გაბრიელ ატალი. გამოცემის ცნობით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა იქნება.

ამავე ფორმატში საფრანგეთის პრეზიდენტმა პარტიის ლიდერები 2023 წლის ოქტომბერში მიიღო, ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის ისრაელზე თავდასხმიდან რამდენიმე დღეში.

საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს. მისი თქმით, არ არსებობს კონსენსუსი უკრაინაში სახმელეთო ჯარების ოფიციალურად გაგზავნაზე, მაგრამ გამორიცხული არაფერია. ამის შესახებ მაკრონმა პარიზში, უკრაინის მხარდასაჭერად გამართულ არაფორმალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

27 თებერვალს, პარიზში, ემანუელ მაკრონის ინიციატივით, ევროპელმა ლიდერებმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე იმსჯელეს. ელისეის სასახლეში 20-მდე ქვეყნის ლიდერი იყო შეკრებილი.  


close დახურვა