logo
ENG



მაკრონსა და პუტინს შორის დიალოგი 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა - რაზე ისაუბრეს პრეზიდენტებმა

03 მაი 202221:49
3 წუთის საკითხავი
 
მაკრონსა და პუტინს შორის დიალოგი 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა - რაზე ისაუბრეს პრეზიდენტებმა
Thibault Camus/Pool via Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. პრეზიდენტებს შორის საუბარი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაკრონმა პუტინი უკრაინაში ომის შედეგების შესახებ გააფრთხილა და მოუწოდა, შეწყვიტოს "დამანგრეველი აგრესია" უკრაინაში.

ამასთანავე, ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მაკრონმა გამოთქვა ღრმა შეშფოთება მარიუპოლისა და დონბასის რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ.

რაც შეეხება რუსეთის პოზიციას, კრემლის ცნობით, პუტინმა მაკრონს "დონბასის დასაცავად სპეცოპერაციის პროგრესზე", ასევე "ნაცისტების მიერ დაკავებული" მშვიდობიანი მოქალაქეების აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან ევაკუაციაზე განუცხადა.

კრემლის ცნობით, პუტინმა მაკრონთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევის ხელისუფლების "მოუმზადებელი" პოზიციის მიუხედავად, მოსკოვის კარი ღიაა დიალოგისთვის.

ასევე კრემლის განცხადებით, მაკრონმა საუბრისას გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რაზეც პუტინმა განაცხადა, რომ სიტუაციას დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები ართულებს.


close დახურვა