logo
ENG



მალიარი: გასულ კვირას ბახმუტის მიმართულებით 2 კვადრატული კილომეტრი გავათავისუფლეთ

11 სექ 202311:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/11/l1otr6voyf0rjxg.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, გასულ კვირას უკრაინელებმა ბახმუტის მიმართულებით 2 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.

"გასული კვირის განმავლობაში გათავისუფლებულმა ტერიტორიამ ბახმუტის მიმართულებით 2 კვადრატული კილომეტრი შეადგინა. საერთო ჯამში, ამ მიმართულებით 49 კვადრატული კილომეტრია გათავისუფლებული.

ბახმუტის მიმართულებით, კლიშივკასა და ანდრიივკას მახლობლად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს. ამასთან, კვირის განმავლობაში უკრაინის ჯარებს მცირე წინსვლა ჰქონდათ დონეცკის ოლქის ნოვომაიორსკის რაიონში", - ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელი სამხედროები ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რაბოტინოსთან 1,5 კილომეტრით დაწინაურდნენ. შეტევითი ოპერაციები გრძელდება მელიტოპოლის მიმართულებითაც.


close დახურვა