logo
ENG



მალიარი: გასულ კვირას უკრაინელებმა ბახმუტის მახლობლად 3 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს

21 აგვ 202311:03
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/21/fknxoynw3e477kq.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, გასულ კვირას უკრაინელებმა ბახმუტის მახლობლად  3 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.

"ჩვენი ჯარები სამხრეთ ფლანგზე, ბახმუტის გარშემო წინ მიიწევენ. გასული კვირის განმავლობაში, უკრაინელებმა [ბახმუტის მახლობლად] 3 კვადრატული კილომეტრის გათავისუფლება შეძლეს.

საერთო ჯამში, ბახმუტის გარშემო 43 კვადრატული კილომეტრია გათავისუფლებული", - ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

მალიარის თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ფრონტის ხაზზე ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინელი დამცველები კონტრშეტევით ოპერაციებს მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით აგრძელებენ.


close დახურვა