logo
ENG



მალიარი: უკრაინელმა სამხედროებმა რობოტინოში მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს

22 აგვ 202316:19
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/22/u0ygnqzd1p9zlb7.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა რობოტინოში მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს.

"47-ე ბრიგადის ჯარისკაცები, რომლებიც სოფელ რობოტინოში ბრძოლით შევიდნენ, ქვეითთა საბრძოლო მანქანა Bradley-ით მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს.

ჩვენი მებრძოლები გეგმიურ საბრძოლო სამუშაოს ასრულებენ და მტერს ანადგურებენ. საპასუხოდ, რუსები არტილერიით შეუჩერებლად ბომბავენ რობოტინოს", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინული ძალები რობოტინოში, ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით ტაქტიკურ წარმატებას აღწევენ. ამერიკელი სამხედრო ექსპერტების თქმით, უკრაინული ჯარების მუდმივი წინსვლა რობოტინოში, სავარაუდოდ, რუსეთის ძალებს შეასუსტებს.


close დახურვა