მალტაში დემონსტრანტებმა პარლამენტის შესასვლელები დაბლოკეს და დეპუტატებს შენობიდან არ უშვებდნენ. აქციის მონაწილეების უკმაყოფილება ქვეყნის პრემიერ მინისტრის განცხადებამ გამოიწვია. ჯოზეფ მუსკატი პრემიერის რანგში საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით ბოლოჯერ გამოვიდა და განაცხადა, რომ პოსტს იანვარში დატოვებს. მოსახლეობა კი მის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვს. პოლიტიკური კრიზისი მალტაში ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეს უკავშირდება. გამოძიებამ ახალი ფიგურანტები დაასახელა, რომელთა შესახებაც კარუანა დაფნე გალისია მკვლელობამდე თავის სტატიებში წერდა.