logo
ENG



მამა ანდრია სარია: პატრიარქის გადაყენება არავის სჭირდება, ეს ჰიპოტეტურადაც გამორიცხულია

11 თებ 202115:43
3 წუთის საკითხავი
 

მამა ანდრია სარია წმინდა სინოდის მიერ კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გადაყენებას გამორიცხავს.

როგორც მან გადაცემა კომენტარში განაცხადა, პატრიარქის გადაყენება სინოდის წევრების ინტერესებში არ არის, რადგან ისინი თავს კომფორტულად გრძნობენ და "იმას აკეთებენ, რაც უნდათ".

"პირველივე განცხადებიდან ვთქვი, რომ ეს არის აბსურდული, იქედან გამომდინარე, რომ შეუძლებელია პატრიარქი ვინმემ გადააყენოს. პატრიარქის გადაყენება არავის სჭირდება, იგივე რუსეთსაც თუ ამ სცენარს განვიხილავთ, რომ რუსული ფლანგიდანაა. ძალიან კომფორტულად მართავენ ის ადამიანები, რაც უნდათ იმას აკეთებენ, შიოს [პატრიარქის მოსაყდრის] გამაგრებისთვის აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება და ფაქტობრივად, კომფორტულ გარემოშია. ვინ უნდა გადააყენოს? რაში სჭირდებათ? ჰიპოტეტურადაც, მე ვთქვი, რომ ეს არის გამორიცხული 1 პროცენტიც რომ დავუშვათ", - განაცხადა მამა ანდრიამ.

ცნობისთვის, რელიგიის ექსპერტთა ასოციაციამ 8 თებერვალს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ტახტიდან გადაყენება იგეგმებოდა. ასოციაციაში აღნიშნეს, რომ ილია II-ის ადგილს მისი თანამოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო დაიკავებდა. 

პატრიარქის ​შესაძლო გადაყენებაზე გავრცელებულ ინფორმაციას დღეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა აბსურდული უწოდეს. სინოდის სხდომის დაწყებამდე კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა თქვა, რომ "პატრიარქზე ასეთი ხმების გავრცელება დანაშაულია".


close დახურვა