logo
ENG



მამალაძის ადვოკატი: როგორც შეუძლია მორატორიუმი მიიღოს ისე შეეძლება გამონაკლისი გააკეთოს

01 ნოე 201917:15
3 წუთის საკითხავი
 
epg68c9dke0n3lf.png

დეკანოზ გიორგი მამამლაძის ადვოკატი მის მოსანახულებლად გლდანის ციხეში შევიდა. შესვლამდე რამიშვილმა განაცხადა, რომ დეკანოზთან საუბარი ექნება შეწყალებასთან დაკავშირებით, მისი თქმით ის მოისმენს დეკანოზის პოზიციას შეწყალებაზე. ადვოკატი ამბობს, რომ დეკანოზს პროკურატურის წარმომადგენლები კონკრეტულ ადამიანებზე გარკვეული სახის ინფორმაციებს სთხოვდენ.

„ჩვენ გვექნება საუბარი და ალბათ ცნობილი იქნება მისი დამოკიდებულება ჩემთვისაც აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. რაც შეეხება მორატორიუმს ეს პრეზიდენტის უფლებაა და როგორც შეუძლია მორატორიუმი მიიღოს ისე შეეძლება გამონაკლისი გააკეთოს, იმიტომ რომ ჩვენ გამონაკლისების ქვეყანაში ვცხოვრობთ და მე მგონი პოლიტიკური ნებაც უნდა იყოს ამდაგვარი და დანარჩენს უკვე გვანახებს შედეგი,“-განაცხადა მამალაძის ადვოკატმა

შეგახსენებთ, 31 დეკემბერს, სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით.

 


close დახურვა