logo
ENG



მამუკა მდინარაძეს უკვირს დღეს რატომ უნდა აგოს პასუხი ერთი წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე

17 ოქტ 201917:19
3 წუთის საკითხავი
 
52ht6xkz064xoxd.jpg

„ქართული ოცნების“ დეპუტატს მამუკა მდინარაძეს უკვირს დღეს რატომ უნდა აგოს პასუხი ერთი წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

ასე გამოეხმაურა ის საქართველოს მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშილისთვის დაცვის მოხსნის საკითხს.

„რა პირად ანგარიშსწორებაზე საუბრობთ, შარშან მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და დღეს დავიწყეთ ანგარიშსწორებაზე საუბარი?! სერიოზულია ახლა ეს ყველაფერი?,“ - აღნიშნა მდინარაძემ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ თავის დროზე პირადად მიიღო ეს გადაწყვეტილება და ახლაც იგივეს ფიქრობს. 

 

„პირადად მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, რადგან ასე მიმაჩნია და დღესაც ასე ვფიქრობ. აბსოლუტურად ზედმეტია პარლამენტის თავმჯდომარისთვის ოთხი წლით დაცვის დატოვება და იგივეს ვიტყვი პრეზიდენტზეც", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ცნობისთვის, გიორგი მარგვველაშვილს სახელმწიფო აღარ დაიცავს. ყოფილ პრეზიდენტს დაცვა 16 დეკემბრის შემდეგ მოეხსნება.

 


close დახურვა