კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ ამბობს, რომ საქართველოში დამთავრდა ბიძინა ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობა და ამას წერტილი დაუსვა ქართულმა საზოგადოებამ.
"ხალხის ნება გამოხატულია, ახლა ამ ნებას სჭირდება დაცვა. საქმე არის ბოლომდე მისაყვანი. მინდა მოვუწოდო ყველა ჩვენს წარმომადგენლებს უბნებზე, რომ ბოლო წუთამდე დაიცვან ჩვენი ამომრჩევლის ხმები, ეს საქმე არის ბოლომდე მისაყვანი და კიდევ ერთი - დღეს ქართულმა საზოგადოებამ, ჩვენმა მოქალაქეებმა დაამთავრეს სტაგნაციის პერიოდი, საქართველოში იწყება ახალი პერიოდი, ახალი ცხოვრება, რომელიც არის თავისუფლებისკენ, დემოკრატიისკენ და ქვეყნის აღმშენებლობისკენ, ძლიერი საქართველოს ასაშენებლად მიმართული ძალა და ენერგია იწყებს მუშაობას. რაც ყველაზე მთავარია, საქართველოში ბოლომდე დამთავრდა ბიძინა ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობა და ამას წერტილი დაუსვა ქართულმა საზოგადოებამ", - თქვა მამუკა ხაზარაძემ.
საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ფორმულას ეთერში Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგი გამოცხადდა.
18:00 საათის მონაცემებით, შედეგები ასე გადანაწილდა:
- ოპოზიცია - 51.9%
- ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 40.9%
ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ "ედისონ რისერჩმა" ჩაატარა ეგზიტ- პოლი მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. გამოიკითხა 14946 არჩევნებში მონაწილე ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 2,5%, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.