"სამწუხაროდ დღევანდელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არის ყველაზე სუსტი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს საბანკო სისტემას ჰყოლია",-ასე აფასებს კობა გვენეტაძეს "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე.
მისი თქმით კობა გვენეტაძის დროს არასტაბილურობა ჩამოყალიბდა. ასევე სებ-ის პრეზიდენტს არასდროს მიუღია სამართლიანი გადაწყვეტილება და არც სწორი ნაბიჯები გადაუდგამს, მათ შორის ქართული საბანკო სისტემის მიმართულებითაც. ხაზარაძე დარწმუნებულია, რომ კობა გვენეტაძე გადაწყვეტილების მიღების პროცესი დამოუკიდებელი და თავისუფალი არაა.
"ის არ არის პროფესიონალი, დამოუკიდებელი და რა ნიშნით დაინიშნა საერთოდ კიდევ საკითხია. საქმით ხომ უნდა შევაფასოთ ყველაფერი?! ინფლაცია დაჭერილი არ არის, ლარის კურსის დევალვაცია 70 %-ზე მეტია და სხვა რა ევალება სებ-ის პრეზიდენტს?! ყველაზე მაღალ ნიშნულზე იყიდება დოლარი და ა.შ. ეს იყო ერთ-ერთი ჭანჭიკი, რომელიც ჩვენ გვებრძოდა 2 წელი. სებ-ის პრეზიდენტს ერთხელაც კი არ უთქვამს ის სიმართლე, რასაც გვედავებოდა. არანაირი ფულის გათეთრება არ მომხდარა ქართულ საბანკო ისტორიაში და მას ერთხელ არ დაუცავს. როცა საბანკო სისტემას აბრალებენ სახლების მიტაცებას და ა.შ.მ ერთხელ არ უთქვამს, რომ აღნიშნული გააკეთა მიკროსაფინანსოებმა. ეს ყველაფერი მიაწეპეს ბანკებს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თუ არ იცავ 40 ათას კვალიფიციურ გუნდს და მათ პროფესიონალიზმს, აღარ ვსაუბრობ ჩემი და ბადრის თემაზე, გვევაჭრებოდა, რომ გადავმდგარიყავით, ასეთ ადამიანთან რა უნდა ილაპარაკო",-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.