logo
ENG



მამუკა ხაზარაძე: ძალიან ნათელია ის სიყალბე, რომელიც მოვისმინეთ მოსამართლის პირით

12 იან 202211:21
3 წუთის საკითხავი
 
მამუკა ხაზარაძე: ძალიან ნათელია ის სიყალბე, რომელიც მოვისმინეთ მოსამართლის პირით
ვახო ქარელი

ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, მათ შორის, მედიასა და იმ მეგობრებს, რომლებიც ახლა აქ არიან. ეს არის იმ სოლიდარობის დადასტურება, როდესაც სიმართლისთვის ბრძოლა გვაერთიანებს. პირობას გაძლევთ, რომ ასევე დავდგები ყველა ადამიანის გვერდში, თუ დავინახე, რომ უსამართლოდ სახელმწიფო დააპირებს ვინმეს დაჩაგვრას, ეს იქნება ჩემი მთავარი საკითხი მომავალ მოღვაწეობაში.

ძალიან ნათელია ის სიყალბე, რომელიც მოვისმინეთ მოსამართლის პირით. ჩვენ გვედავებოდნენ 12 წლის წინანდელი, 2008 წელს ვითომდა ფულის გათეთრების მუხლით, უცებ ეს მუხლი გაქრა და 2012 წელს თურმე თაღლითობა ჩაგვიტარებია, რომელზეც გამოძიებაც არაა ჩატარებული, არაა დადგენილი არც დაზარალებული, არც მომჩივანი. ესაა ნონსენსი. ასეთი სასამართლოს დემონტაჟი უნდა მოვახდინოთ. ასეთი სამართლიანობის პირობებში ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა. ეს მმართველობა ამ ქვეყანაში მისი ხელმძღვანელობით დამთავრდება.

 


close დახურვა