logo
ENG



მამუკა ხაზარაძემ ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივლა

11 ოქტ 202313:03
3 წუთის საკითხავი
 

ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ქართული ოცნების თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივლა. ხაზარაძე კობახიძეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

კობახიძემ ერთი თვის წინ თქვა, რომ წინა ხელისუფლების დროს მამუკა ხაზარაძე "ერთ-ერთი თანამონაწილე იყო ბიზნესის რეკეტის სქემაში".

ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის თქმით, ეს განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება, რის გამოც სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

"ჩვენგან შემოვიდა სარჩელი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფის მოთხოვნით. ეს მუხლი ითვალისწინებს, რომ თუ სასამართლომ დაადგინა, რომ ეს ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს, ამ ცნობების უარმყოფელი განცხადებების გავრცელებას იმავე საინფორმაციო საშუალებით ან იმ ფორმით, რითაც სასამართლო დაადგენს"- ამბობს ზვიად კორძაძე.


close დახურვა