logo
ENG



მანანა არჩვაძემ ოპოზიცია და ჟურნალისტები ზვიად გამსახურდიას საფლავზე არ მიუშვა

26 მაი 202017:03
3 წუთის საკითხავი
 

პირველი პრეზიდენტის მეუღლემ ოპოზიციის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს არ მისცა უფლება, რომ პრეზიდენტის საფლავზე მისულიყვნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით კი, ეს საფლავები ეროვნულ გმირებს ეკუთვნით და ასეთ რთულ პერიოდში მხოლოდ საზოგადოების გაერთიანებაზე უნდა ფიქრობდნენ ადამიანები.

„დღევანდელ დღეა მხოლოდ ერთიანობაზე უნდა ვიზრუნოთ. აქ ჩვენი ეროვნული გმირების საფლავებია: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ილია ჭავჭავაძე. მათ გაგვიკვალეს გზა. წარმოიდგინეთ, იმ პერიოდში რა რთული იყო ხალხის ჩაბმა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში", - ამბობს გიორგი ვაშაძე.

90-იან წლებში ორივე მხარის მიერ დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა თაკო ჩარკვიანმა და განაცხადა, რომ ახალი თაობები აღარ გაიმეორებენ წინების შეცდომებს.

„რაც გადავიტანეთ 90-იანებში, აღარ გადავიტანთ და იმ შეცდომებს აღარ გავიმეორებთ. ახლა უფრო გავერთიანდებით - უფრო დავინახეთ რაღაცები. არ ვიცოდით, რას ნიშნავდა ადამიანების ხელოვნურად დაპირისპირება. მოდის ბრწყინვალე თაობა, რომელსაც არ ჰქონია შეხება იმ პერიოდთან. თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მთაწმინდის პანთეონში ქვეყნის პირველი პრეზიდენტის მეუღლე და ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები შეიკრიბნენ. შეკრებილი მოქალაქეების თქმით, ერთადერთი ლეგიტიმური მთავრობა, დამოუკიდებელ  საქართველოს უახლოეს ისტორიაში ზვიად გამსახურდიას დროს ახსოვს.  

 


close დახურვა