logo
ENG



მანგანუმის მოპოვება - შაბათის ფორმულა

11 სექ 202120:34
3 წუთის საკითხავი
 

გლოველების ოჯახის ყოველდღიურობა შქმერის მიწაზე მუშაობაა. ისინი 58 წელია ამ სოფელში ცხოვრობენ. ნაკვეთის საკუთრების საკითხი, რომელზეც გლოველებს რეესტრის ამონაწერიც აქვთ, ახლა სადავო გახდა. აქ უკვე მანგანუმის მოპოვება იგეგმება და ლიცენზიანტი კომპანიები სამუშაოების დასაწყებად ემზადებიან. კერძო პირის სარჩელის საფუძველზე შქმერელებს, მათ შორის გლოველების ოჯახს, მიწის თაღლითურად მითვისებას ედავებიან.


close დახურვა