„მაჟორიტარებზე შევთანხმდებით ოპოზიცია და „ქართულ ოცნებას“ ყველგან ეყოლება ერთი მოწინააღმდეგე", - სერგი კაპანაძე ოპოზიციას სამომავლო გეგმებზე საუბრობს და ამბობს, რომ მმართველი ძალა წააგებს არსებული საარჩევნო სისტემითაც.
„მაჟორიტარებზე შევთანხმდებით ოპოზიცია და „ქართულ ოცნებას“ ყველგან ეყოლება ერთი მოწინააღმდეგე. ამის შედეგი ის იქნება, რომ დადგება პროპორციული შედეგი. გამარჯვებული პოზიცია მოაგროვებს არაადეკვატურად ბევრ მხარდაჭერას - ეს არის ამ მოდელის მინუსი, ვინც იმარჯვებს, იმარჯვებს არაადეკვატურად დიდი ძალაუფლებით, მაგრამ ეს იქნება მათი პრობლემა. თუკი ვინმე დარჩება წაგებული, დარჩება ივანიშვილის გუნდი. ამ კაცს არ უნდა ქვეყნის წინსვლა, ამიტომ ამ სისტემითვე მიიღებს ვერდიქტს", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
სერგი კაპანაძე სოფო ზურაბიანის კითხვებს პასუხობდა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“.