logo
ENG



მაჟორიტარული ოლქების საზღვრებზე შეთანხმებული ვართ - გიორგი ვაშაძე

24 მაი 202012:22
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიცია საქართველოს 30 მაჟორიტარულ ოლქად განაწილების დოკუმენტთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან გამართულ კონსულტაციებს ადასტურებს.  „ქართული ოცნების“ ოპონენტები იმედოვნებენ, რომ პოლიტიკური სიურპრიზები აღარ იქნება მმართველი ძალის მხრიდან.

„ახალ საქართველოში“ ადასტურებენ, რომ საზღვრებზე მხარეები შეთანხმებულები არიან, თუმცა მმართველი ძალის მხრიდან რაიმე სახის მანიპულაციებს არ გამორიცხავენ.

„არ დაგიმალავთ, რომ გვქონდა კონსულტაციები და წინასწარი მონახაზები ვიცით. საზღვრებზე შეთანხმებული ვართ. ეს შეხვედრები იყო საელჩოებში - არ ველოდები აქ რაიმე მანიპულაციებს. მაგრამ ოცნებისგან ყველაფერი მოსალოდნელია - იძახიან რომ არ შევთანხმდით, როცა რეალურად შევთანხმდით", - ამბობს გიორგი ვაშაძე. 

„ევროპულ საქართველოში“ კი აცხადებენ, რომ, პირველ რიგში, უნდა გათავისუფლეს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, რათა შემდგომში გაგრძელდეს პროცესი და ოპოზიციამ მხარი დაუჭიროს საკანონმდებლო ცვლილებებს.

„პირველ რიგში, იმპერატიულია, რომ შესრულდეს შეთანხმება და რურუა გათავისუფლდეს, რათა მხარი დავუჭიროთ ცვლილებებს. შემდეგ გააგრძელებს ოპოზიცია კონსულტაციებს, რომ ოლქის და პოლიტიკური ფიგურების წონიდან გამომდინარე, დააყენოს ისეთი კანდიდატები, ვინც პირველივე ტურში დაამარცხებენ მმართველი ძალის კანდიდატს", - აცხადებს გიორგი კანდელაკი.

შეგახსენებთ, რომ „ფორმულამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, თუ როგორ განაწილდება 30 მაჟორიტარული ოლქი საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ.


close დახურვა