logo
ENG



მაჟორიტარული სისტემის მომხრე დეპუტატები უმრავლესობის დაშლით იმუქრებიან - კალაძე

08 დეკ 201920:20
3 წუთის საკითხავი
 
v0xyhleioitirfh.jpg

 

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის ინფორმაციით, დეპუტატები, რომლებსაც სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა სურთ, უმრავლესობის დაშლით იმუქრებიან.

მმართველ გუნდში თბილისის მერის ამ განცხადებას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ეს „ქართული ოცნების“ მიერ დადგმული მორიგი სპექტაკლია.

„ქართული ოცნების" წევრთა ნაწილი, საკითხზე დასმულმა კითხვამ დააბნია.

პარტიის გენერალური მდივნის განცხადებას უარყოფს „ოცნების" მთავარი ამბოხებული დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც სრულად მაჟრიტარულ სისტემაზე გადასასვლელად ხელმოწერების შეგროვებას აანონსებს.

 

 


close დახურვა