34 წლის კენიელი, ელიუდ კიპჩოგე პირველი სპორტსმენი გახდა, რომელმაც დისტანცია 2 საათზე ნაკლებ დროში დაფარა.
ისტორიული მიღწევა კიპჩოგემ ვენაში დააფიქსირა, სადაც 42 კილომეტრის და 195 მეტრის გასარბენად მხოლოდ 1 საათი, 59 წუთი და 40 წამი დასჭირდა.
აღსანიშნავია, რომ კენიელი მორბენლის რეკორდს მსოფლიოს საერთაშორისო ფედერაცია არ აღიარებს, რის მიზეზადაც ვენის მარათონის ფედერაციის პროგრამაში არყოფნა სახელდება.
ელიუდ კიპჩოგე 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონია და ოფიციალური რეკორდიც მასვე ეკუთვნის.