logo
ENG



მართლმადიდებლური ფაშიზმი - დროება

20 ნოე 202220:33
3 წუთის საკითხავი
 

იმ საშინელებებს, რასაც რუსეთის არმია უკრაინაში ჩადის, არ აქვს მხოლოდ სამხედრო პოლიტიკური სარჩული. პუტინის მიერ წამოწყებულ ამ ომს, იდეოლოგიურად სწორედ რუსული მართლმადიდებელი ეკლესია და მოსკოვის პატრიარქი კირილი უმაგრებენ ზურგს. ამ შეხედულებას იაზრებს დასავლეთიც. გასულ კვირას, პატრიარქი კირილი არ შეუშვეს ევროკავშირის ტერიტორიაზე. მანამდე კი მას კანადამ და დიდმა ბრიტანეთმა დაუწესეს სანქციები. თანამედროვე ქრისტიანული სამყარო აქტიურად განიხილავს იმას, თუ როგორ უნდა შეფასდეს რუსული ეკლესიის ანტიქრისტიანული ქმედებები მიმდინარე ომში. ამ ყველაფრის ფონზე კი გასულ კვირას მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი რუსეთში გაემგზავრა, სადაც როგორც მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებაში წერია, "თბილი მეგობრული საუბრისას განიხილეს რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის ურთიერთობის თანამედროვე ვითარება სხვადასხვა ასპექტში". ამგვარი ურთიერთობების დასტურად მოსკოვში დღეს მისალოცი ბარათიც გაიგზავნა. პატრიარქ კირილს საქართველოს ეკლესიის მეთაურმა ილია მეორემ დაბადების დღე მიულოცა.


close დახურვა