logo
ENG



მარიამ გეგუჩაძე: თუ დაგვარბევენ ჩვენ, მოვლენ სხვები

18 ნოე 201914:47
3 წუთის საკითხავი
 
8qr0txwetliz7wu.jpg

თუ დაგვარბევენ ჩვენ, მოვლენ სხვები, - ამის შესახებ განცხადება სამოქალაქო აქტივისტმა მარიამ გეგუჩაძემ გააკეთა, მისი თქმით ბიძინა ივანიშვილი ვერ გამოლევს იმ ადამიანებს ვისაც რუსული მთავრობა და მონობა არ უნდა.

გეგუჩაძის განცხადებით, ყველას აქვს ნანახი, როგორ ამთავრებენ მთავრობის ის წარმომადგენლები, რომლებიც ხალხს არბევენ და კარგი იქნებოდა თუ ვისწავლიდით შეცდომებისგან.

"ხელისუფლება, რომელიც ადამიანების თავებს ითვლის, ხალხით მთავრდება. თუ დაგვარბევენ ჩვენ, მოვლენ სხვები, დაარბევენ იმათ - მოვლენ სხვები. მთავარი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერ გამოლევს იმ ადამიანებს ვისაც რუსული მთავრობა და მონობა არ უნდა. კარგად გვაქვს ნანახი, როგორ ამთავრებენ მთავრობის ის წარმომადგენლები, რომლებიც მსგავს რაღაცებში იღებენ მონაწილეობას და ხალხს არბევენ. ხო შეიძლება ერთხელ მაინც ისწავლონ, შეცდომისგან და მიხვდნენ, რომ არ გამოილევიან ის ადამიანები, რომლებიც არ იცხოვრებენ ამ ყველაფერში. აქ ვდგავარ იმიტომ, რომ ძალიან მინდა ეს ქვეყანა გადარჩეს. განვითარებაზე და პროგრესზე უკვე არც არის ლაპარაკი, აქ ლაპარაკია თვითგადარჩენაზე. მინდა რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვიყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი და არ ვიცხოვროთ ოლიგარქიულ მმართველობაში,"- აცხადებს გეგუჩაძე.


close დახურვა