logo
ENG



მარიამ ქვრივიშვილი რუსულ კანონს მხარს უჭერს

07 მაი 202418:38
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/07/oiwreimq6lvyiod.png

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი რუსულ კანონს მხარს უჭერს.

ქვრივიშვილი იმეორებს ქართული ოცნების ლიდერების პროპაგანდას, თითქოს კანონი არ არის რუსული.

"გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს!

ნებისმიერი სპეკულაცია, რომელიც ტოლობის ნიშანს დასვამს ქართულ კანონსა და რუსულ კანონს შორის, შეურაცხმყოფელია ქართული სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოებისთვის.

მთავარი მიზანი ერთია - საქართველო, 2030 წელს ევროკავშირის წევრი გახდება და ამ შედეგამდე მივალთ მშვიდობითა და გამჭვირვალობით!" - წერს ქვრივიშვილი.

საქართველოს არა ერთმა პარტნიორმა თქვა, რომ რუსული კანონი ძირს გამოუთხრის საქართველოს ევროინტეგრაციას და ამ კანონის მიღება იქნება საქართველოს "სახიფათო გზაზე" დაყენება. 


close დახურვა