logo
ENG



მარიკაშვილი: მოსამართლე, ვინც განცხადებას არ ემიჯნება, ძირს უთხრის სასამართლოს ლეგიტიმურობას

05 ნოე 202115:06
3 წუთის საკითხავი
 
მარიკაშვილი: მოსამართლე, ვინც განცხადებას არ ემიჯნება, ძირს უთხრის სასამართლოს ლეგიტიმურობას

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის იურისტი, ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეები, რომლებიც კომიტეტის განცხადებას არ გაემიჯნებიან, ძირს უთხრიან სასამართლოს ლეგიტიმურობას. 

"თვალს ვადევნებთ უიშვიათეს შემთხვევას ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში. სასამართლოს ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ მოსამართლეთა კორპუსის სახელით გაკეთებული ბრიყვული განცხადების შემდეგ, რომლითაც სასამართლო ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები, მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე მოვლენების კრიტიკის გამო, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და ვენის კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა, საჯაროდ გამოჩნდნენ მოსამართლეები, რომლებიც ამ უმსგავსო განცხადებას გმობენ და ემიჯნებიან. ამბობენ, რომ განცხადება არ გამოხატავს მათ პოზიციას.

ეს კარგი და დასაფასებელი პროცესია. რადგან, საბოლოოდ უნდა ვიცოდეთ ვინ არიან ის მოსამართლეები ვინც, როგორც მათ აშშ-ს საელჩო უწოდებს, ძირს უთხრიან სასამართლოს ლეგიტიმურობას. შესაბამისად, ყველა მოქმედი მოსამართლე, ვინც კომიტეტის განცხადებას არ გაემიჯნება ძირს უთხრის სასამართლოს ლეგიტიმურობას და დავარქმევთ მათ თავის სახელს", - წერს მარიკაშვილი. 

16 მოსამართლე იმ კოლეგების წერილს ემიჯნება, რაც გუშინ, 4 ნოემბერს, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკის საპასუხოდ გავრცელდა. კერძოდ, მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევაზე დიპლომატების კრიტიკას "შეურაცხმყოფელი" უწოდა.

მოსამართლეები, რომლებიც უკვე გაემიჯნნენ განცხადებას:

უზენაესი სასამართლო:

1. ნინო ბაქაქური;

2. ეკატერინე გასიტაშვილი;

სააპელაციო სასამართლო:

3. ქეთევან მესხიშვილი - თბილისის აპელაცია

4. შოთა გეწაძე - თბილისის აპელაცია;

5. გელა ბადრიაშვილი - თბილისის აპელაცია;

რაიონული/საქალაქო სასამართლოები:

6. ეკა არეშიძე - თბილისის საქალაქო

7. ზაზა მარტიაშვილი - თბილისის საქალაქო;

8. თამარ ხაჟომია - თბილისის საქალაქო;

9. გიორგი ებანოიძე - თბილისის საქალაქო;

10. ხათუნა ჯინორია - თბილისის საქალაქო;

11. მადონა მაისურაძე - რუსთავის საქალაქო;

12. ციცინო კიკვაძე - ქუთაისის საქალაქო;

13. ლევან დარბაიძე - გორის რაიონული;

14. ნინო გერგაული - გორის რაიონული;

15. ბადრი ნიპარიშვილი - თეთრიწყაროს რაოინული;

16. მამუკა წიკლაური - თელავის რაიონული.

გუშინ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, სადაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევის გამო ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების კრიტიკას "გადაჭარბებულს" უწოდებს და საელჩოებს "ვენის კონვენციის პატივისცემისკენ" მიუთითებს.


close დახურვა