ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა და ჯამში 801 შემთხვევაა დადასტურებული.
მისივე განცხადებით, ახალი პაციენტი საბურთალოს კლასტერს მიეკუთვნება და დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტით არის გამოვლენილი.
ეზუგბაიას განმარტებით, ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 57 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
„მხოლოდ ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა გვყავს სულ 801 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი 4-ით გაიზარდა და 644-სშეადგენს. ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 144 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 3,5-ჯერ უსწრებს ამჟამად მკურნალობაზე მყოფი პაციენტების რაოდენობას. გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი უკვე 80%-ზე მეტია.
ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა არის არსებული წყარო, საბურთალოს კლასტერიდანაა. დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტით არის გამოვლენილი.
ინფექციურ კლინიკაში 57 დადასტურებული შემთხვევაა. მძიმე ავადმყოფები ამ ეტაპზე არ გვყავს. ამჟამად 2 პაციენტს მძიმე პნევმონია აღენიშნება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო და მსუბუქი. უმეტესწილად საშუალო სიმძიმის მქონე პაციენტები გვყავს.
დღეისათვის დაახლოებით 7 პაციენტს ჩაუტარდება გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით ტესტი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.