logo
ENG



მარინა ენდელაძე: დღეს უარყოფითი დინამიკა არცერთ პაციენტთან გვქონია

16 მარ 202022:22
3 წუთის საკითხავი
 

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ, გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ დაინფიცირებულ პაციენტებზე და მათ მდგომარეობაზე ისაუბრა, როგორც ენდელაძემ გადაცემაში განაცხადა, ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა სტაბილურია და ამ ეტაპისთვის უარყოფითი დინამიკა არ ფიქსირდება.

„არიან ახალი შემოსულებიც თუმცა მე მათ შესახებ ზუსტ ინფორმაციას ვერ გეტყვით, არის მათ შორის ერთი მძიმეც, საყურადღებო პაციენტი, თუმცა განსაკუთრებული კრიტიკული მდგომარეობა არცერთს არ აქვს. მათზე ტარდება მკურნალობა, ლაბორატორიული კვლევები და ჩვენ წინასწარ ვაფასებთ, რამდენად შესაძლებელია ეს პაციენტი დამძიმდეს, ჯერჯერობით რაიმე განსაკუთრებული არ გვაქვს, თუმცა მძიმეები ითვლებიან. წინაზე ერთ-ერთი იყო საშიშროება, რომელიც გაუმჯობესებულია, დღეს უარყოფითი დინამიკა არცერთ პაციენტთან გვქონია, თუმცა არიან ახალი მიღებული პაციენტები რომლებზეც არ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ არ დამძიმდებიან, რადგან პირველი 13-14 დღის განმავლობაში შესაძლოა დინამიკაში გაუარესება მოხდეს. რა თქმა უნდა ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ გაუარესდებიან, მაგრამ 100 პროცენტიანი ამის თქმა არ შეიძლება. ჩვენ ყველა პაციენტს, მინიმუმ ორჯერ გვაქვს კონსილიუმი, თენგიზ ცერცვაძესთან ვიკრიბებით მთელი გუნდი და ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, ვიხილავთ თითოეულ ავადმყოფს და ყველასთან ინდივიდუალურად ვწყვეტთ რომელთან რა მკურნალობა დავიწყოთ“,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.

შეგახსენებთ საქართველოში ამ მონაცემებით, კორონავირუსის 33 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან პირველი პაციენტი, რომელსაც კოვიდ 19 დაუდგინდა სრულად გამოჯანმრთელდა და ინფექციური საავადმყოფოდან დღეს სახლში გაწერეს.

 

 

 

 


close დახურვა