logo
ENG



მარინა ენდელაძე: ერთი პაციენტი დაგვემატა ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან

22 აპრ 202019:40
3 წუთის საკითხავი
 
71v61b8eerz10w0.png

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის კლინიკაში 46 კოვიდინფიცირებული იმყოფება.

მისივე განცხადებით, ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან, ინფექციურ კლინიკაში ერთი პაციენტი შეიყვანეს და ის ცნობილი კლასტერიდანაა.

„ბოლო მონაცემებით საქართველოში ახალი კორონავირუსის 416 დადასტურებული შემთხვევაა. 107 უკვე გამოჯანმრთელებულია

ჩვენს კლინიკაში ამჟამად 46 ინფიცირებულია. მათი მდგომარეობაა მსუბუქი, საშუალო და მძიმეა. ერთი დაგვემატა ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან. ცნობილი კლასტერიდან გახლავთ, შიდა გავრცელების ახალი კერა არ დაფიქსირებულა. 

ჩვენს კლინიკაში მყოფი პაციენტებიდან დღეისათვის გამოჯანმრთელებული პაციენტების პასუხებს არ ველოდებით. დღეს დილით ერთი გავწერეთ“, - განაცხადა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 416-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 107 პირს შეადგენს. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში - 5160 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 579 ადამიანია. გარდაცვლილთა რაოდენობა 5-ს შეადგენს.


close დახურვა