logo
ENG



მარინა ოვსიანიკოვა: არ ვნანობ, თქვენი მხარდამჭერა მჭირდება

15 მარ 202214:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/15/k21jm7n98j9aga8.png

რუსული პირველი არხის რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც გუშინ, 14 მარტს პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩნდა, Twitter-ზე წერს, რომ მომხდარს არ ნანობს.

"არ ვნანობ, რაც გავაკეთე. როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, ამას ღირსეულად ვატარებ.

არ ვიცი, მალე რა დამემართება. ჩემმა ადვოკატმა მითხრა, რომ სისხლის სამართლის კოდექსით, შესაძლოა, 5-დან 10 წლამდე გავატარო ციხეში. არ ვნანობ. თქვენი მხარდამჭერა მჭირდება", - წერს ის.

ამ დროისთვის მისი Twitter-ის ანგარიში არ იძებნება.

"არა ომს! არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ!" - ამ შინაარსის პლაკატით არხის რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა რუსეთის პირველი არხზე, მთავარი გამოშვების პირდაპირ ეთერში შევიდა. მოგვიანებით ინტერნეტში მარინა ოვსიანიკოვას წინასწარ ჩაწერილი ვიდეომიმართვა გავრცელდა, სადაც ის ჰყვება, რომ რცხვენია პროპაგანდაზე მუშაობის გამო. ჟურნალისტი მალევე დააკავეს.


close დახურვა