logo
ENG



მარიო დრაგი: უმთავრესი გზავნილია, რომ იტალიას სურს უკრაინის ნახვა ევროკავშირში

16 ივნ 202220:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/16/uqrnintz9q6ltm4.jpg

იტალიის პრემიერმინისტრი მარიო დრაგი უკრაინისთვის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს.

დრაგიმ კიევში გამართულ ევროპელი ლიდერების ერთობლივ პრესკონფერენზიაზე აღნიშნა, რომ მათი ვიზიტის უმთავრესი გზავნილი სწორად უკრაინის უპირობო მხარდაჭერაა.

"ჩვენ გვინდა ჩვენი მხარდაჭერა გამოვუცხადოთ უკრაინის პრეზიდენტსა და უკრაინელ ხალხს. ევროკავშირი დღესდღეობით აჩვენებს ერთობას ამ კუთხით. ჩვენი დღევანდელი ვიზიტის უმთავრესი გზავნილია, რომ იტალიას სურს უკრაინის ნახვა ევროკავშირში. ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინას უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და შემდგომში ის ევროკავშირის წევრი ქვეყანა უნდა გახდეს. აქ ვართ, რათა უკრაინას უპირობო მხარდაჭერა გამოვუცხადოთ", - თქვა დრაგიმ, რომელსაც თავის გამოსვლაში საქართველო არ უხსენებია.

აღსანიშნავია, რომ დრაგის განცხადების გაკეთების დროს საქართველო არ უხსენებია, თავის გამოსვლაში საქართველო სტატუსის მინიჭების კონტექსტში არც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და არც გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცმა ახსენეს.


close დახურვა