logo
ENG



მარიუპოლის მერი: აზოვსტალში მყოფი უკრაინელი სამხედროები დღეს კავშირზე არ გამოსულან

04 მაი 202215:50
3 წუთის საკითხავი
 

მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროები, რომლებიც აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებიან, დღეს კავშირზე არ გამოსულან.

"სამწუხაროდ, დღეს ბიჭებთან კომუნიკაცია დაიკარგა. არანაირი კავშირი არ გვაქვს იმის გასარკვევად, თუ რა ხდება ადგილზე. გუშინ გვქონდა კომუნიკაცია, დღეს არ არის", - თქვა ბოიჩენკომ.

გუშინ, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ძლიერი იერიში მიიტანეს. ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებიან უკრაინელი სამხედროები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც რუსულ ბომბებს მიწისქვეშა საწყობებში ემალებიან.


close დახურვა