მარიუპოლის საავადმყოფოს დაბომბვას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 1 ბავშვია. ინფორმაციას ქალაქის მერია ავრცელებს. მარიუპოლის დაბომბვისას 17 ადამიანი დაიჭრა.
რუსეთმა ქალაქ მარიუპოლში, რომელიც ომის დაწყების დღიდან ალყაშია მოქცეული, სამშობიარო სახლი და საავადმყოფო გუშინ დაბომბა.
სამშობიაროზე თავდასხმას "სიველურე" უწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა NATO-ს, რომ ცა დაკეტოს.
დაბომბვას გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი და განაცხადა, რომ დანაშაულის გამო ვლადიმირ პუტინს პასუხს აგებინებენ.