ქალაქ მარიუპოლის საბჭოს ცნობით, რუსი ოკუპანტები ქალაქის ფილარმონიის დარბაზის სცენაზე გისოსებს ამონტაჟებენ, რათა სექტემბერში უკრაინელი ომის ტყვეების საჩვენებელი სასამართლო პროცესი გამართონ.
“მარიუპოლის ფილარმონიის დარბაზის სცენაზე რუსი ოკუპანტები ციხის საკნებს ამონტაჟებენ. არმატურის დიამეტრი 20 მმ-ია. ოკუპანტები უკრაინის მცველების დემონსტრაციული სასამართლო პროცესის გამართვას სექტემბერში გეგმავენ” – წერია საბჭოს განცხადებაში.
მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტები კვლავ არ იცავენ არცერთ საერთაშორისო ნორმას.
“ისინი აგრძელებენ ომის დანაშაულების ჩადენას, რითაც მთელი ცივილიზებული სამყაროსადმი გულგრილობას აჩვენებენ” – განაცხადა ბოიჩენკომ.
მარიუპოლის მერო მსოფლიო მოსახლეობას, გაეროსა და წითელ ჯვარს მოუწოდებს ჩაერიონ და ომის ტყვეებისადმი მოქცევის წესების დაცვა უზრუნველყონ.