logo
ENG



მარიუპოლის საქალაქო საბჭო: ქალაქში რუსული არმიის მობილური კრემატორიუმები ამუშავდა

06 აპრ 202217:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/06/xqkciheqkz5j7ys.jpg

მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, ქალაქში რუსული არმიის მობილური კრემატორიუმები ამუშავდა. საბჭო ინფორმაციას თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ბუჩაში გენოციდის საერთაშორისოდ გახმაურების შემდეგ რუსეთის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ ბრძანა, მარიუპოლში გაანადგურონ თავიანთი არმიის დანაშაულების ყველანაირი მტკიცებულება", - აღნიშნავენ საბჭოში.

როგორც ინფორმაციას ავრცელებენ, მობილურ კრემატორიუმებში დაღუპული მარიუპოლელების ცხედრებს წვავენ.

"ერთი კვირის წინ ფრთხილი შეფასებები მიუთითებდა, რომ 5 ათასი ადამიანი დაიღუპა. თუმცა ქალაქის ზომების, კატასტროფული ნგრევის, განუწყვეტელი ბლოკადებისა და მკაცრი წინააღმდეგობის გათვალისწინებით, ოკუპანტების მსხვერპლი შესაძლოა ათი ათასობით მშვიდობიანი მარიუპოლელი გამხდარიყო. ამიტომაც რუსეთი არ აძლევს მწვანე შუქს თურქეთის მისიასა და ინიციატივებს მარიუპოლის გადარჩენისა და სრული ევაკუაციისთვის", - აღნიშნავენ საბჭოში.


close დახურვა