მარიუპოლში ომის დაწყებიდან დღემდე 2187 ადამიანი დაიღუპა. საუბარია მშვიდობიან მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთის თავდასხმას შეეწირნენ.
მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსმა ოკუპანტებმა ქალაქში 22 ბომბი ჩამოაგდეს, ჯამში კი 100 ბომბი.
საბჭოში აცხადებენ, რომ ოკუპანტები დაუნდობლად კლავენ და გამიზნულად ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას, საცხოვრებელ სახლებსა და საავადმყოფოებს.
"ყველაზე მეტი თავდასხმა საჰაერო სივრცის გამოყენებით ხორციელდება, რაც მარიუპოლის 400 000 მოსახლეობას დიდ საფრთხეს უქმნის. ისინი ამ დრომდე ქალაქში არიან ჩაკეტილები. ამიტომ, ნატოს მხრიდან ცის ჩაკეტვა ასეთი მნიშვნელოვანია", - აცხადებენ საბჭოში.