logo
ENG



მარიუპოლში რუსეთმა სამშობიარო სახლი დაბომბა

09 მარ 202219:29
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/09/az91j24htadhiye.png

უკრაინის სამხრეთით მდებარე ქალაქ მარიუპოლის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, რუსეთმა სამშობიარო სახლი დაბომბა. უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილემ, ვიაჩესლავ აბროსკინმა თავის ფეისბუქზე დაწერა, რომ რუსებმა მარიუპოლის სამშობიაროზე საარტილერიო დარტყმა დაიწყეს.

გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს დანგრეული სამშობიარო სახლის შენობა.

"მთლიანად დანგრეულია სამედიცინო დაწესებულების შენობა, სადაც ცოტა ხნის წინ ბავშვები მკურნალობდნენ. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება", - აცხადებენ ქალაქის საკრებულოში.


close დახურვა