მარიუპოლში ევაკუაცია გადაიდო. ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ რუსული მხარე არ იცავს ცეცხლის შეწყვეტის დროებით შეთანხმებას.
გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მოსახლეობა უნდა დაიშალოს და იპოვოს თავშესაფარი, ხოლო დამატებით ინფორმაციას უახლოეს დროში მიიღებენ.
მერის მოადგილე აცხადებდა, რომ მარიუპოლში ჯერ კიდევ აგრძელებდნენ სროლას.
სერგეი ორლოვი ამბობს, რომ მარიუპოლსა და ევაკუაციისთვის შეთანხმებული გზის მონაკვეთზე, ქალაქ ორეხოვის სიახლოვეს ბრძოლები გრძელდება.
"ბრძოლების გამო ამ გზაზე გადაადგილება უსაფრთხო არაა", - განაცხადა მან.
მისივე ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლება ესაუბრა რუსულ მხარეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გამო და მოლაპარაკებები გრძელდება.
მარიოპულსა და ვოლნოვახაში ჰუმანიტარული დერეფანი მოსკოვის დროით 10 საათზე უნდა გახსნილიყო, რა დროსაც მოსახლეობას დაბომბილი ქალაქებიდან გასვლის საშუალება ექნებოდათ. ამ ხნის განმავლობაში კი რუსეთი "სიჩუმის რეჟიმს" აცხადებდა.