logo
ENG



მარკ რუტე: მჯერა, რომ ერთ დღესაც უკრაინა იქნება NATO-ს წევრი

16 ოქტ 202420:48
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/16/uulqsysienvg2hf.jpg

NATO-ს გენერალური მდივნის მარკ რუტეს თქმით, დარწმუნებულია, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი და მხოლოდ მოკავშირეები გადაწყვეტენ, როგორი იქნება ეს გზა. მისივე თქმით, რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება და ვერ იქნება გავლენა ამ დისკუსიაზე.

ეს განცხადება მან ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"ჩვენ გვსურს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება გრძელვადიან პერსპექტივაშიც. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ არ დავტოვებთ უკრაინას მარტო. მე მჯერა, რომ ერთ დღესაც უკრაინა იქნება NATO-ს წევრი და მე ტაშს დავუკრავ, როდესაც ეს დღე დადგება. ასევე სრულიად აშკარაა, რომ რუსეთს არ გააჩნია ვეტოს უფლება, მათ არ შეუძლიათ გავლენა იქონიონ ამ დისკუსიაზე. ეს მხოლოდ მოკავშირეების განსახილველია, როგორ წაიწევს [უკრაინის წევრობაზე განაცხადი] წინ", - თქვა მან.

დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადას ომში "გამარჯვების გეგმა" წარუდგინა, რომელიც 5 პუნქტისა და 3 საიდუმლო დანართისგან შედგება. პირველი პუნქტი NATO-ში გაწევრებას ეხება. 

რას მოიცავს ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარდგენილი "გამარჯვების გეგმა" იხილეთ აქ.


close დახურვა