logo
ENG



მარნეულის მერი: დღეს 11 ათასი ადამიანი შემოწმდა, სულ ორ შემთხვევაში დაფიქსირდა სიცხე

27 მარ 202018:59
3 წუთის საკითხავი
 
ng90xu5m9p7c1d0.png

 

მარნეულის მერის, ზაურ დარგალის განცხადებით, მარნეულში მოსახლეობის სკრინინგის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მისივე თქმით, დღეის მონაცემებით, მარნეულში 11 ათასი ადამიანი იყო შემოწმებული და აქედან ტემპერატურა ორ ადამიანს დაუფიქსირდა.

„მოგახსენებთ, რომ აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის სკრინინგი, დღევანდელი მონაცებემით, 11 ათასი ადამიანი იყო შემოწმებული, სულ ორი შემთხვევაა, როცა დაფიქსირდა სიცხე, ერთი პოსტ-ოპერაციულია და სხვა კლინიკური სიმპტომები არ გვაქვს. ჯამში სამი დღის შედეგად შემოწმებული გვყავს 58 ათასი მარნეულელი და ეს პროცესი აქტიურად გრძელდება.“,-განაცხადა ზაურ დარგალმა.

შეგახსენებთ, 2020 წლის 22 მარტიდან მარნეულში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა, მიზეზი, კი ერთ-ერთი ადგილობრივის კორონავირუსით დაინფიცირება იყო, რომელსაც ათეულობით ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

 


close დახურვა