logo
ENG



მარნეულის სასურსათო ქარხნის დირექტორი, პაატა ნარიმანიძე კორონავირუსით გარდაიცვალა

24 იან 202119:28
3 წუთის საკითხავი
 
მარნეულის სასურსათო ქარხნის დირექტორი, პაატა ნარიმანიძე კორონავირუსით გარდაიცვალა

მარნეულის სასურსათო ქარხნის დირექტორი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას მარნეულის სასურსათო ქარხანა ავრცელებს.

"უმძიმესი განცხადების გაკეთება გვიწევს, ჩვენმა გუნდმა ამ საშინელი ვირუსის გამო, ძალიან ძვირფასი, პატიოსანი, ახალგაზრდა, ერთგული და საყვარელი ადამიანი, მარნეულის სასურსათო ქარხნის დირექტორი - პაატა ნარიმანიძე დაკარგა", - ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისათვის, ქვეყანაში კორონავირუსის 253 518 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 242 085 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 055 კი გარდაიცვალა.  


close დახურვა