logo
ENG



მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი სასამართლომ გაამართლა

12 თებ 202018:45
3 წუთის საკითხავი
 
hedxq7zsc7p4ow2.jpg

მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი სასამართლომ სრულად გაამართლა. ინფორმაცია „ფორმულას“ თავად აბაზოვმა დაუდასტურა. 

თემურ აბაზოვის საქმე:

თემურ აბაზოვს თავდაპირველად მხოლოდ ჯგუფურად განხორციელებულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში ედებოდა ბრალი, რაც 5-დან 10-წლამდე პატიმრობას გულისხმობდა. თუმცა, მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმდა პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფის მუხლებით.

2018 წლის 12 ივნისს რადიო მარნეულმა და სტუდია „მონიტორმა“ გაავრცელეს ცნობა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის შეგინების შემდეგ მოქალაქეს ბოდიში მოახდევინეს და სახის საკუთარი შარდით დაბანა აიძულეს. მათი ინფორმაციით, მარნეულელმა კაცმა თბილისში, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე, ივანიშვილსა და აბაზოვს შეაგინა, ეს კადრები კი ფეისბუკზე მესამე პირმა ატვირთა.

კადრებში, რომელიც მოგვიანებით სხვადასხვა ფეისბუკ-ჯგუფში გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ იხდის ბოდიშს გინების გამო აღნიშნული მოქალაქე. გავრცელებულ ვიდეოში, ასევე, ჩანს, რომ მას შარდით აიძულებენ სახის დაბანას და აზერბაიჯანულად ეუბნებიან – “შენ ღირსება არ გაქვს”. სათემო რადიოს ინფორმაციით, დამამცირებელი ვიდეოს გადაღებას უშუალოდ მარნეულის მერი თემურ აბაზოვიც ესწრებოდა. თუმცა აბაზოვმა უარყო ეს ცნობები და განაცხადა, რომ შემთხვევის შესახებ მან არაფერი იცოდა.

პროკურატურის თქმით, აბაზოვმა მოქალაქეს სახეში შეაფურთხა და მასზე ფიზიკურად იძალადა, შემდეგ კი აიძულა, ჭიქაში მოეშარდა და შარდით სახე მოებანა.

 


close დახურვა