მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიაზე ხვალიდან ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყება. თავდაპირველად სამუშაოები ჩატარდება იმ ქუჩებზე სადაც ინფიცირებული გადაადგილდებოდა, ხოლო შემდგომ ეტაპობრივად მოხდება სამუშაოების სხვა ქუჩებზე ჩატარებაც.
მარნეულში ამ წუთებში ელოდებიან დასავლეთ საქართველოდან 40 ერთეულ ტექნიკას, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბალანსზე იმყოფება. დღეს კი სადეზინფექციო სამუშაოები მხოლოდ ავტომობილებს ჩაუტარდებათ, რომლებიც გადაადგილდებიან როგორც სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, ასევე ტერიტორიაზე, სადაც კარანტინია გამოცხადებული.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანმომ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ჯერჯერობით ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. არიან გამოჯანმრთელებული პაციენტები - კერძოდ, ასეთი 8 პირია.
ვირუსის მასშტაბების ზრდასთან ერთად, მთვრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
გარდა ამისა, ამ დროისთვის დაფიქსირდა კორონავირუსის დაინფიცირების შემთხვევა, როდესაც არაა ცნობილი თუ ვინაა დაინფიცირების წყარო. მარნეულში ერთ-ერთ მოქალაქეს კორონავირუსი აღმოაჩნდა. მანამდე კლინიკაში მწვავე პნევმონიით მისი და, გადიოდა მკურნალობას. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტმა აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორია დამალა. ამის გამო, მკაცრი კარანტინის რეჟიმზე გადავიდნენ ბოლნისი და მარნეული.