მარნეულში, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე აივნის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ორსული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. მანამდე ადგილზე დაიღუპა 40 წლამდე ქალი.
შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 მოზარდი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
მარნეულში აივანი დღეს, 26 ივნისს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.