logo
ENG



მარნეულში განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

08 თებ 202214:02
3 წუთის საკითხავი
 
მარნეულში განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული მოქალაქე დააკავა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 დაბადებული პირი ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა