მარნეულში გუშინ მაღაზია გაქურდეს. ინფორმაციას "მარნეული TV" ავრცელებს.
როგორც მაღაზიის გამყიდველი ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნავს, მაღაზიიდან 4000 ლარის პროდუქციაა გატანილი, ასევე მოპარულია სალაროდან ფულიც.
მისივე თქმით, პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები დაგვიანებით მივიდნენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.